ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განმავითარებელი შეფასება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის.რომ მოსწავლის შედეგები პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ნელ-ნელა გაუმჯობესდეს და პროექტის დასასრულისთვის მიაღწიოს იმ სტანდარტს, რომლის მიღწევაც არის პროექტის მიზნად დასახული. ეს მოდული დამეხმარა აგრეთვე იმაში, თუ როგორ შეიძლება შეუსაბამო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტებს, თუ როგორ შევამოწმო ბლუმის ახალი ტაქსონომიის მიხედვით აზროვნების რა დონეზე გაიყვანს მოსწავლეს ესა თუ ის აქტივობა. ამ მოდულმა მასწავლა, თუ როგორ შეიძლება პროექტისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზება, ორგანიზება, რაც, საგრძნობლად ამარტივებს პროექტზე მუშაობის პროცესს. ვთვლი, რომ მოდული იყო ძალიან საინტერესო და პედაგოგებისთვის აუცილებლად საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий