воскресенье, 14 февраля 2016 г.

პირველი მოდულის შეფასება


დღე I

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დამაფიქრა იმაზე თუ რა მოთხოვნები აქვს ეპოქას, რას ვასწავლით ჩვენ და რამდენად გამოადგება მოსწავლეს ცხოვრებაში ის,რასაც ვასწავლით ჩვენ. ასევე რამდენად შესაძლებელია ისტ-ს საშუალებით მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და სწავლების ტექნოლოგიების, სტრატეგიების გაუმჯობესება. რამდენად მარტივად შეიძლება ისტ კარგად ფლობის შემთხვევაში სასწავლო პროცესის ორგანიზება, დოკუმენტირება და ა.შ. დამაფიქრა აგრეთვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრა და განათლების დონის ამაღლება საქართველოში... დამაფიქრა და ამ საკითხზე ახლაც ვფიქრობ... თუ რას მოვიფიქრებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
                                                      
                                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий