воскресенье, 6 марта 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება, ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია პედაგოგებისთვის.ვთვლი, რომ ყველა პედაგოგმ,ა უნდა გაიაროს ეც ტრენინგი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ტრენინგებისთვის გამოყოფილი დრო ცოტაა.9 დღე არ არის საკმარისი.

суббота, 5 марта 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე და გამოქვეყნება. გავიხსენეთ power point-ში  მუშაობა.კიდევ ერთხელ გაგვაოცა ისტ განუსაზღვრელმა შესაძლებლობებმა. ჩვენი ტრენერი ძალიან საინტერესოდ გვაწვდის ახალ მასალას.

მოსწავლის პრეზენტაცია

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

 ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მასწავლა თუ როგორ გამოვიყენო პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახის შეფასებები. გამაცნო შეფასების მრავალფეროვანი რუბრიკები. დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის განმავითარებელი შეფასება.რამდენად უწყობს იგი მოსწავლეს ხელს თვითშეფასებაში, გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში. ვთვლი, რომ მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თითოეული პედაგოგისთვის.

суббота, 27 февраля 2016 г.

მე-5 დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა საავტორო უფლებების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღებაში. მასწავლა როგორ შეიძლება გამოვიყენო სხვისი ინტელექტუალური ნაშრომი პროექტებსა და სხვა სახის აქტივობებში; რა წესების დაცვაა საჭირო ინტერნეტში მოძიებული მასალის გამოსაყენებლად;  რა წესები უნდა დავიცვათ მოსწავლის ნამუშევრების გამოქვეყნებისას. ამ მოდულმა დამაფიქრა ასევე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის სხვისი ინტელექტუალური ნაშრომის პატივისცემა.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების  და ეფექტური პროექტების დაგეგმვის გამოყენება რამდენიმე მიმართულებით.  დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების სწორად შერჩევა პროექტის მიზნის მისაღწევად. დამეხმარა კითხვების სწორად ჩამოყალიბებასა და კლასიფიცირებაში.

суббота, 20 февраля 2016 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განმავითარებელი შეფასება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის.რომ მოსწავლის შედეგები პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ნელ-ნელა გაუმჯობესდეს და პროექტის დასასრულისთვის მიაღწიოს იმ სტანდარტს, რომლის მიღწევაც არის პროექტის მიზნად დასახული. ეს მოდული დამეხმარა აგრეთვე იმაში, თუ როგორ შეიძლება შეუსაბამო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტებს, თუ როგორ შევამოწმო ბლუმის ახალი ტაქსონომიის მიხედვით აზროვნების რა დონეზე გაიყვანს მოსწავლეს ესა თუ ის აქტივობა. ამ მოდულმა მასწავლა, თუ როგორ შეიძლება  პროექტისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზება, ორგანიზება, რაც, საგრძნობლად ამარტივებს პროექტზე მუშაობის პროცესს. ვთვლი, რომ მოდული იყო ძალიან საინტერესო და პედაგოგებისთვის აუცილებლად საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

პირველი მოდულის შეფასება


დღე I

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დამაფიქრა იმაზე თუ რა მოთხოვნები აქვს ეპოქას, რას ვასწავლით ჩვენ და რამდენად გამოადგება მოსწავლეს ცხოვრებაში ის,რასაც ვასწავლით ჩვენ. ასევე რამდენად შესაძლებელია ისტ-ს საშუალებით მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და სწავლების ტექნოლოგიების, სტრატეგიების გაუმჯობესება. რამდენად მარტივად შეიძლება ისტ კარგად ფლობის შემთხვევაში სასწავლო პროცესის ორგანიზება, დოკუმენტირება და ა.შ. დამაფიქრა აგრეთვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრა და განათლების დონის ამაღლება საქართველოში... დამაფიქრა და ამ საკითხზე ახლაც ვფიქრობ... თუ რას მოვიფიქრებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
                                                      
                                                  

მოლოდინები

 ამ ტრენინგისაგან ველი:
  • პროექტებით სწავლების უნარების გაუმჯობესებას
  • პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებას
  •  პორტფოლიოს შექმნის უნარების დაუფლებას
  • პროექტის შეფასების უნარების გაუმჯობესებას